ბარებისა და მუსიკალური სივრცეების მხარდაჭერა
მშვიდობიანი დემონსტრაციების დაწყების დღიდან თავისუფალმა მუსიკალურმა სივრცეებმა და ბარებმა შეწყვიტეს მუშაობა, გახსნეს კარი პროტესტის მონაწილეთათვის, გაწიეს უამრავი რისკი.
მარბიელი რაზმებისგან დაზარალებულებს ზამთრის ცივ დღეებში აძლევდნენ თავშესაფარს, ამარაგებდნენ ჩაით, ყავით, საკვებით.
მიუხედავად იმისა, რომ, ფინანსური ვალდებულებების გამო, მუშაობა ნაწილობრივ აღადგინეს, დაგროვილი დავალიანებები მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და უმძიმესი რეალობის – დახურვის პერსპექტივის წინაშე აყენებს.
მათ დასახმარებლად მაისში, დამოუკიდებლობის დღის ივენთების სერია დაიგეგმა.
ბარებისა და მუსიკალური სივრცეების მხარდაჭერა შეგიძლიათ როგორც ბილეთის შეძენით, ისე – დონაციით.
მისამართი: https://bit.ly/May26Independence
ღონისძიებების სერიის მასპინძლები არიან:
🏛 Dedaena Bar
🏛 ARTERIA
🏛 Jazz Club 1984
🏛 Mutant Radio
🏛 სამაგიდო თამაშების გილდია • Board Games Guild
🏛 Success Bar
🏛 Makulatura Bar
🏛 Woland’s Speakeasy
🏛 Canudos Ethnic Bar