ჩვენ შესახებ

  • Home
  • ჩვენ შესახებ

სინათლის მოძრაობა

სინათლის მოძრაობა 2024 წლის ბოლოს, საპროტესტო წიაღში შეიქმნა. პროევროპული, მშვიდობიანი დემონსტრაციების პარალელურად, თანამოაზრეთა ჯგუფმა პოლიტიკური და საინფორმაციო პლატფორმა დააფუძნა. პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი პოლიტიკური აქტორების წარმოჩენას, მათ გაძლიერებას და საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას.

როგორ ვაღწევთ ზემოთჩამოთვლილ მიზნებს?

თავისუფლება

გამოხატვის, არჩევანის, შეკრების, აზრის თავისუფლება

სამართლიანობა

თანაბრად სამართლიანი უწყებები საზოგადოების ყველა წევრისათვის

ცოდნა

ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია

განხორციელების გზები

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად იგეგმება:

  • საზოგადოების თითოეული წევრის სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა და წახალისება;
  • სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან აქტორებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
  • ახალი სახეების, ლიდერების, აქტივისტების წარმოჩენა და ხელშეწყობა
  • რეგიონული აქტივიზმის განვითარება.