#ვიაროთ ერთად
#ვიაროთ ერთად – ერთიანი ბრძოლა საქართველოს ყველა კუთხეში
სინათლის მოძრაობის ინიციატივით ვსტუმრობთ იმ რეგიონებსა და ქალაქებს, რომლებშიც საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ჩვენი მიზანია ადგილობრივი აქტივისტების მხარდაჭერა და გაძლიერება, კოორდინირებული მუშაობა, ადგილობრივი მედიის ყურადღების მიპყრობა, რათა ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში თითოეულმა აქტივისტმა იცოდეს – ისინი არ არიან მარტო, პროტესტი კი მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება.
პროექტის ფარგლებში უკვე მოვიარეთ:
- დუშეთი
- თელავი
- ზუგდიდი
- ბათუმი
- გურჯაანი
- ქუთაისი
- დმანისი
- გორი