მშვიდობიანი დემონსტრანტების მხარდაჭერა
პროევროპული აქციების დაწყებისთანავე, დემონსტრაციების ეფექტურობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სინათლის მოძრაობამ პირველი პროექტი განახორციელდა.
აქციის მონაწილეების აღჭურვილობის შესაძენად დონაციის სახით შევაგროვეთ 24,143 ლარი. შეგროვებული თანხით შევისყიდეთ რუპორები, აირწინაღები, ლაზერები და სხვა საჭირო ინვენტარი – ყველაფერი, რაც საჭიროა მშვიდობიანი დემონსტრაციების უსაფრთხოდ წარმართვისათვის.